“ველოდებით ამერიკელების ჩამოსვლას, რომლებიც ჩაერთვებიან როგორც ექსპერტები ამ საქმეში”

0
3801
22 Views

სამკურნალოდ შესაძლოა, აგვისტოში გაუშვან.
მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო აგვისტოს პირველ კვირას იმსჯელებს.

მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ცენტრ “ემპათიას” საექსპერტო დასკვნას ელოდებიან, რათა აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასჯელის გადავადების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართონ.

პირველ რიგში, ველოდებით ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის საექსპერტო  დასკვნას და ამის შემდეგ  მივიღებთ გადაწყვეტილებას, საერთოდ შეგვაქვს თუ არ შეგვაქვს, ანუ დასკვნაში უნდა იყოს ის დაავადებები, რომლებიც სასჯელის გადავადების საფუძველს წარმოშობს.

მეორე საკითხი, ველოდებით ამერიკელების ჩამოსვლას, რომლებიც ჩაერთვებიან როგორც ექსპერტები ამ საქმეში. იმ შემთხვევაში, თუ მას დაერქმევა, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, არა მგონია, სახელმწიფო წავიდეს იმის წინააღმდეგ, რომ მას სასჯელი გადაევადოს, იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა არსებობს. თუ უარს გვეტყვიან, დარღვეული იქნება როგორ ქართული კანონმდებლობა, ისე ევროპული კონვენცია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

Cesko