“თბილისში შე­საძ­ლე­ბე­ლია დიდი მი­წისძვრა მოხ­დეს…” – რას წერს მეცნიერი, თეა გოდოლაძე

0
813
24 Views

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა მოხ­და. ძი­რი­თა­დი ეპი­ცენ­ტრი სო­ფე­ლი სა­მე­ბა იყო.

აღნიშნულ თემაზე, “დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის” ხელ­მძღვა­ნელმა, თეა გო­დო­ლა­ძემ ისაუბრა.

“2021 წლის მა­ი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჯა­ვა­ხე­თის ქედ­ზე 11 961 მი­წისძვრა მოხ­და, მაგ­რამ ეს კარ­გია, ასე რომ ხდე­ბა. და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო მი­წისძვრის ხარ­ჯზე სე­ის­მუ­რი ენერ­გია თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ასე რომ, პი­რი­ქით უკე­თე­სია ერთი დიდი მი­წისძვრა რომ არ ხდე­ბა…

ახლა გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­წისძვრე­ბი იმი­ტომ გვგო­ნია, ჩვე­ნი ცენ­ტრი გან­ვი­თარ­და და მო­სახ­ლე­ო­ბას მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა ყო­ვე­ლი მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შე­სა­ხებ. ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბიო და ამ თე­მა­ზე რომ ვინ­მემ სე­რი­ო­ზუ­ლად სა­უ­ბა­რი და­ი­წყოს, გავ­ბრაზ­დე­ბი კი­დეც. ეს არის პრო­ცე­სი, რომ­ლის ჩა­რე­ვაც, მარ­თვაც ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია და არ შე­ეძ­ლე­ბა უახ­ლო­ე­სი მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში!

თბი­ლისს არ ახა­სი­ა­თებს ხში­რი მი­წისძვრე­ბი, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ შე­საძ­ლე­ბე­ლია დიდი მი­წისძვრა მოხ­დეს… ამი­ტო­მაც ვსა­უბ­რობ სულ გახ­ში­რე­ბულ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც დიდ მი­წისძვრას ვერ გა­უძ­ლე­ბენ და ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ მაქ­ცევს. ახ­ლაც ამ წუ­თას მი­წისძვრა მოხ­და, რო­მე­ლიც დღეს შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რის მეშ­ვი­დე მი­წისძვრაა”, – განაცხადა “დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის” ხელ­მძღვა­ნელმა.

Cesko