19 Views
აშშ-ში, ჩიკაგოს მახლობლად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 24 – დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პირი 18-20 წლის თეთრკანიანი მამაკაცია.
ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი, ვინაიდან ინციდენტი ჯერ ამოწურული არ არის.