ვერც წარმოიდგენ რა ჯოჯოხეთში ვარ – რა მისწერა გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას

0
667
306 Views

გიორგი გაბუნია “მთავარი არხის” დირექტორობით სულაც არ არის მოხიბლული. ამის შესახებ მან გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” განაცხადა.

“ვერც წარმოიდგენ რა ჯოჯოხეთში ვარ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დროებით ვარ აქ, ნიკასაც მივწერე – შენ რომ როდესღაც გამოხვალ, მე ვერ მნახავთქო. იმიტომ, რომ როგორც კი იტყვიან, გვარამია გამოდის, მე ეგრევე მივდივარ აეროპორტში ნებისმიერი მიმართულებით, მოსკოვის გარდა”, – ამბობს გიორგი გაბუნიამ და აღნიშნა, რომ შეეძლო უარი ეთქვა აღნიშნულ თანამდებობაზე.

“შემეძლო არ შემეტენა, იმიტომ, რომ ვერავინ მომთხოვდა ეს ყველაფერი მაინცდამაინც შენ უნდა გააკეთო, თავისუფლად შემეძლო მეთქვა – არა, არ მინდა, არ მიღირს. არც დამფუძნებელი ვარ ამ ტელევიზიის ოფიციალურად და ვალდებულები თანამდებობრივად არ მაქვს, ისეთ მძიმე პრობლემები დამხვდა, შემეძლო თავი ამერიდებინა”, – აცხადებს გაბუნია და ამატებს, რომ “მთავარი არხის” მთავარი გამოწვევა ფინანსური პრობლემებია.

Cesko