65 Views
პუტინს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ ახლა მეტ ნატო-ს მიიღებს, – ამის შესხებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის, თურქეთისა და შვედეთის მიერ სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სიგნალია ვლადიმერ პუტინისთვის, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება ახალი ქვეყნებისთვის
„ეს სიგნალია პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება ახალი ქვეყნებისთვის. ეს იმის საპირისპიროა, რაც მას სურდა. მას ნაკლები ნატო სურდა მის საზღვრებთან, ახლა კი მეტ ნატო-ს მიიღებს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.