227 Views
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი, რომელიც კლინიკა ვივამედში გადის მკურნალობას, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან.
უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი.
85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს და “კრედიტ სვისიდან” წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ”, – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.