გუშინდელმა დღემ აჩვენა რომ, ყველას “რუსკი კარაბლს” გააყოლებს, ვისაც მცდელობა ექნება უკან საბჭოთა კავშირში მიგვაბრუნოს – გრიგოლია

0
500
156 Views

24 ივნისის ივნისს ისევ შევიკრიბებით, ახალი მოძრაობა წარსდგება, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი. – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, გადაცემა “რეაქციაში” მონოლოგში განაცხადა.

“გუშინდელი დღე ეს იყო საოცარი დღე 120-დან 160-მდე ადამიანი გუშინდელ აქციაზე, ან რა აზრი აქვს თავების თვლას, ვნახეთ ის, რაც ბოლო 10 წლეულის განმავლობაში არ გვინახავს, 24-შიც მოგვიწევს გასვლა, 24-ის შემდეგაც მოგვიწევს გასვლა, რათა ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს ევროკავშირის მიერ დადებული საშინაო დავალება. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ერთადერთი არჩევანი ევროპაა, გუშინდელმა დღემ აჩვენა რომ, ყველას რუსკი კარაბლს გააყოლებს, ვისაც მცდელობა ექნება უკან საბჭოთა კავშირში მიგვაბრუნოს. გუშინდელი დღე რეფერენდუმი აღმოჩნდა.” – განაცხადა გრიგოლიამ.

Cesko