”კარები შეუმტვრევიათ, 10 საათის გარდაცვლილი იყო…” – ახალი დეტალები ლევან კბილაშვილის ტრაგიკულ სიკვდილზე

0
3661
2,815 Views

ცნობილი ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოც ქსელში მისი მეგობრები წერენ. ”ვერ და არ მინდა დავიჯერო ლევან” – დაწერა რამდენიმე ხნის წინ სოფო ბედიამ.

კომენტარებში ბევრი კითხულობდა რა დაემართა ლევან კბილაშვილს, სოფომ ბოლოს ერთ-ერთ კომენტარს უპასუხა და კომენტარის სახით დაწერა: ”მეგობრებო ბოლოს კასტილებით დაიდიოდა ძვლების პრობლემა ჰქონია როგორც მითხრეს დღეს კარები შეუმტვრევუათ და 10 საათის გარდაცვლილი ყოფილა” – დაწერა კომენტარის სახით სოფო ბედიამ.

როგორც ამბობენ, მას კოვიდის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – ძვლის დაშლა.

ახალგაზრდა მომღერლის ცხოვრებაში ყველაფერი უცნაურად ხდებოდა. წარმატებული ძიუდოისტი იყო, მაგრამ ტრავმის გამო იძულებული გახდა, სპორტიდან წასულიყო. მერე იყო იურისპრუდენცია, წარმატებული კარიერა, მაგრამ ერთ დღესაც სამსახურის კარი გაიხურა და მთლიანად მუსიკის სამყაროში გადაეშვა.

“ჩემი ბედის ბორბალი საინტერესოდ ტრიალებს. როცა ხელოვნებას სერიოზულად მივუდექი, მაშინ დაიწყო წვალება, გაჭირვება და ბევრი შრომა. ამ შრომის შედეგად დატრიალდა ჩემი ბედის ბორბალიც” – ამბობდა მომღერალი.

უწმინდესმა ილია მეორემ დამლოცა და ჯვარი მაჩუქა, რომელიც დიდ ძალას მაძლევს. ეს ჩემი წარმატების მომტანი თილისმაა, – ამბობდა ლევან კბილაშვილი ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსში წარმატებული გამოსვლის შემდეგ.

Cesko