თუ დასავლეთისგან იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ – კულება

0
637
142 Views

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, თუ დასავლეთისგან იარაღს არ მიიღებენ, მაშინ ნიჩბებით იბრძოლებენ, თუმცა არ შევწყვენ თავის დაცვას.

„თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს ომი ჩვენი არსებობისთვის ომია“, – აღნიშნა კულებამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა იარაღს, მით უფრო დაეხმარება ეს მას.

„თუ იარაღი მოგვიანებით გამოიგზავნება, ჩვენ მაინც ვიტყვით მადლობას, მაგრამ შემდეგ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება“, – დასძინა მინისტრმა.

Cesko