180 Views
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დელავერის შტატში სეირნობისას ველოსიპედიდან გადმოვარდა. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი თავს კარგად გრძნობს და დაცემის შემდეგ, სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს.