დიმიტრი ლორთქიფანიძე შსს და ზედამხედველ პროკურატურას მიმართავს

0
928
51 Views

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
სამართალდამცავებს და ზედამხედველ პროკურატურას მოგმართავთ თხოვნით,ამოიღოთ და გაასაჯაროოთ ფოტოებზე მითითებული გარემეთვალყურეობის კამერებიდან 2022 წლის 6 ივნისს 11:30 დან 12:30 მდე პერიოდში რუსთაველის გამზირზე მდებარე ცისფერი გალერეის, ქაშუეთის ტაძრისა და მხატვრის სახლის მიმდებარედ და გასწვრივ არსებული საზოგადოებრივი სივრცის ამსახველი კადრები , რომელიც მოიცავს იმ ინციდენტის ამსახველ დეტალებს , რასაც ადგილი ჰქონდა მითითებულ დროს და ადგილას და რომლის შედეგად საქ სსკ 156-მუხლით , პოლიტიკური დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს, 8 ივნისს შეეფარდა პატიმრობა.

აღნიშნული თხოვნის/მოთხოვნის მიზეზია განსაკუთრებული საზოგადოებრივი – საჯარო ინტერესი მოცემულ სს საქმეზე, რომლის წარმოების ფარგლებში დაკითხული მოწმე, ვეფხია( პართენ) ღვალაძე საჯაროდ, ტელევიზიებით გაცხადებულ ჩვენებაში პირდაპირ და კატეგორიული პრინციპულობით მიუთითებს, რომ ფიზიკური ძალადობა პირველმა განახორციელა ამჟამად დაზარალებულის სტატუსით მოსარგებლე მოქალაქე დავით ბერძენიშვილმა!
აღარაფერს ვამბობთ ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძის სასამართლოსადმი მიცემულ ჩვენებაზე, რომელშიც ის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ აღმოჩნდა დავით ბერძენიშვილის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი და პირველმა დავით ბერძენიშვილმა დაარტყა მას ხელი სახეში დაზიანებული თვალბუდის არეში!
შეგახსენებთ თქვენს ვალდებულებას ,საქმის ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმართვის შესახებ და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე , ასევე გთხოვთ, არ მისცეთ უფლება მაღალი სტატუსის პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და სახალხო დამცველს დამნაშავედ მოიხსენიონ პირი, რომლის სამოქალაქო უფლებები დაცულია კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით!
მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება ეწოდოს პირს დამნაშავე!
ველით თქვენს რეაგირებას!!!

Cesko