49 Views
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი იმუქრება, რომ უკრაინაში მალე „ნამდვილი სპეცოპერაცია“ ჩატარდება.
„ერთ დღეს თქვენ ნახავთ ნამდვილ სპეცოპერაციას და ეს შაიტანები გაიქცევიან არა მარტო ქალაქებიდან, არამედ უკრაინიდანაც… ზელენსკის ბოლოჯერ ვაფრთხილებ! ასწიეთ ხელები და გამოდით მოედანზე სიტყვებით: „არ ისროლოთ, ხალხო, მე დავნებდი“, – განაცხადა კადიროვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უახლოეს მომავალში გამოიყენებენ ახალ ტაქტიკას.