შაკირამ პიკე ღალატში გამოიჭირა – აპირებს თუ არა ვარსკვლავური წყვილი დაშორებას

0
389
38 Views

მუსიკისა და ფეხბურთის ორი ვარსკვლავი, პიკე და შაკირა წლების მანძილზე მსოფლიოში არაერთი ადამიანისთვის მისაბაძი წყვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურა დარ დაქორწინებულან, მათ ორი შვილი, მილანი და საშა ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის ჭორები შაკირა და პიკეს დაშორების შესახებ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პიკე ბარსელონაში მარტო დაბრუნდა, სადაც დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. ადგილობრივ გამოცემები წერენ, რომ ფეხბურთელი არაერთხელ შენიშნეს ქალების გარემოცვაშიც, რაც ეჭვებს მისი და შაკირას დაშორების შესახებ კიდევ უფრო აძლიერებს. მედია საუბრობს იმაზეც, რომ პიკეს ბარსელონაში დაბრუნება სწორედ ღალატს უკავშირდება.

შაკირაც და პიკეც ბოლო დროს თავს არიდებდნენ რაიმეს ატვირთვას თავიანთ სოციალურ მედია პლატფორმებზე. ეს ფაქტი უცნაური იმდენად, რამდენადაც მანამდე ისინი საერთო ფოტოებსა და რომანტიკულ კადრებს გულშემატკივრებს ხშირად უზიარებდნენ.

ოფიციალური განცხადება დაშორების შესახებ წყვილს არ გაუკეთებია და უცნობია, ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს თუ სამუდამოდ.

Cesko