თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა ყოფილი კანონიერი ქურდის პროცესი. ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, “რეზო ჯვარსკის”, პროკურატურა ციხის თანამშრომლების ცემას ედავება. საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად ,,კანონიერი ქურდი”. ის ამბობს, რომ ციხის საკანში ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა.
სასამართლოზე დღეს საქმის არსებით განხილვაზე გადავიდა. დღეს, 1 ივნისს, პროცესზე პროკურატურის ოქროს მოწმე, მატროსოვის ციხის უფროსის მოადგილე, ვახტანგ დიდიძე, უნდა დაკითხულიყო. თუმცა, დაკითხვა არ შედგა.
ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ “რევაზ ჯვარსკი” არაერთხელ გამხდარა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და ამჟამად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ცდილობენ, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, რადგან ჯვარსკიმ უკვე 4-ჯერ სცადა თვითმკვლელობა.
დედის ინფორმაციით, “რევაზ ჯვარსკი” შიმშილობს, ის იზოლირებულია გარე სამყაროსგან, არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რადგან საკანში არ არის ტელევიზორი.
“რევაზ ჯვარსკი” სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეეა დაკავებული. არაოფიცილაური ინფორმაციით, მას, როგორც გავლენიან პიროვნებას, არჩევნების დროს ,,ოცნების” სასარგებლოდ ხმების მობილიზება დაავალეს, რაზეც ჯვარსკი არ წავიდა და აქედან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.