როგორ მოახერხა ნიკოლოზ წულუკიძემ საშინელი ტრაგედიის შემდეგ გადაცემის წაყვანა და რა ხდებოდა სტუდიაში?

0
654
28 Views

როგორ მოახერხა ნიკოლოზ წულუკიძემ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ მალევე სამსახურში დაბრუნება და რას გრძობდნენ კოლეგები პირველი გადაცემის ეთერში გაშვების დროს?. როგორც “იმედის” წამყვანი მარიკა ბაკურაძემ აღნიშნა, თავად ნიკოლოზმა მისცა კოლეგებს გამბედაობა და ძალა, რომ მისთვის ტელევიზიაში მალე დაბრუნება ეთხოვათ და ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი, პირველი ეთერი კი 26 მაისს შედგა…

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნიკას დაბრუნება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისთვის გვეგრძნობინებინა, ადამიანმა ასეთი სირთულეც უნდა გადალახოს და ცხოვრება გააგრძელოს. მისი ოჯახის წევრებისთვის იყო ეს დიდი მაგალითი.

ამ ტრაგედიის შემდეგ გადაცემაში სტრესთან გამკლავების თემებს ვაშუქებდით, ნაწილი ამბობდა, რომ ადამიანი ამას უნდა მოერიოს, მეორე ნაწილი აღნიშნავდა, რომ ადამიანს უნდა მისცე დრო, რომ გლოვას მოერიოს. იმდენად ინდივიდუალურია ყველაფერი, რომ არ იცი, როგორ მოიქცე, შეიმჩნიო თუ არა. თვითონ ნიკოლოზმა თავისი სიძლიერით მოახერხა ეს, მოვიდა და დაჯდა ეთერში, ჩვენც, რასაკვირველია, მხარი ავუბით…

რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდით, მაგრამ ორმაგად რომ აგრძნობინებ ადამიანს, უფრო მეტ ღელვაში ამყოფებ. ვნერვიულობდი, მაგრამ როცა ქუდი დაიწყო, მას გავხედე და ორივემ ვიგრძენით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველაზე მეტად რაც გამიხარდა და ამის თქმა მინდა აუცილებლად, ისე წაიყვანა თავისი თემა, თუკი არსებობს ვინმე, ვინც ნიკოლოზის ამბავი არ იცოდა, საერთოდ ვერ მიხვდებოდა, რა მდგომარეობაში მყოფს მიჰყავდა გადაცემა. ამით დამანახვა, რომ პროფესიონალიზმი ზოგჯერ ყველაფერზე მაღლა დგას. გადაცემაში მის ტრაგედიას ვერ იგრძნობდით, მთლიანად მოახერხა გადართვა. არ ვიცი, ეს როგორ ხდება. ასეთ ტრაგედიასთან შეხება პირველად მაქვს – ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და ეს რომ მოახერხა, კიდევ უფრო მეტად დავაფასე. არ დაუტოვებია თავისი პროფესიონალიზმის სიმაღლე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი…” – უთხრა “ფორტუნას” ბაკურაძემ.

“ფორტუნა”

Cesko