რუსეთიდან ჩემოსული პირები გვითრევენ ჰიბრიდულ ომში – გულბაათ რცხილაძე

0
447
24 Views

ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, გულბაათ რცხილაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჩათრევას ჰიბრიდულ ომში სწორედ რუსეთიდან შემოსული პირები ცდილობენ.
რცხილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მიმართ გააქტიურებულნი არიან რუსეთის მოქალაქე ეგორ კუროპტევი და ამერიკული პასპორტის მფლობელი, წარმოშობით ბელარუსი ვიტალი შკლიაროვი, რომელიც 2018 წელს „ნაცების“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს უწევდა წინასაარჩევნო კონსულტაციებს და ფაქტობრივად, მათი შტაბის ხელმძღვანელი იყო.
კუროპტევი საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლებით სარგებლობს და ამ უფლებას პოლიტიკური აქტიურობისთვის იყენებს. იგი წარმოადგენს სააკაშვილის ამერიკელი ლობისტის, დევიდ კრამერის ორგანიზაციის – „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ ამიერკავკასიურ ფილიალს.

„თავისუფალმა რუსეთმა“ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ, ელენე ხოშტარიასთან და გიგა ბოკერიასთან ერთად. ამ აქციებს ვითომ ანტირუსული, სინამდვილეში კი ანტისახელისუფლებო ხასიათი აქვს.
„თავისუფალი რუსეთის“ უკან ცნობილი რუსი ოლიგარქის, რუსეთიდან დასავლეთში ემიგრირებული მიხეილ ხოდორკოვსკი და მისი კონცეფცია დგას. ორგანიზაციის უშუალო ხელმძღვანელის – დევიდ კრამერის პოზიცია ბიძინა ივანიშვილისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი კი, ცნობილია. ეს არის აშკარად მტრული პოზიცია, რომელიც შორს სცდება ცალკეული ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
გარდა ამისა, სულ ორიოდე თვის წინათ, თბილისში რუსეთიდან გადმობარგდა ე. წ. „კონფლიქტების დაზვერვის გუნდი“ (Conflict Intelligence Team – CIT) რუსლან ლევიევის ხელმძღვანელობით. ამ ორგანიზაციის და პირის შესახებ საქართველოში აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

ევრაზიის ინსტიტუტმა ეს ინფორმაციები შეაგროვა და საზოგადოებას წარუდგინა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 18 მაისს რუსლან ლევიევი (ნამდვილი გვარი – კარპუკი) რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ძიებაში გამოაცხადა. ლევიევი დაკავებულია რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე სადაზვერვო მონაცემების ღია წყაროებიდან შეგროვებით. შესაბამისად, – ვარაუდობს რცხილაძე, ჩნდება ალბათობა იმისა, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ლევიევის გადაცემას მოითხოვენ, ამიტომ, ყველაზე უკეთესი იქნება, თუკი ლევიევი და მისი გუნდი დატოვებენ საქართველოს და ევროპაში გადავლენ, სადაც ყველა პირობა არსებობს თავისუფლად მუშაობისათვის.

 

Cesko