თუ პლასტმასის ბოთლიდან წყალს ხშირად სვამთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად წაიკითხეთ – რას წერს ალექსანდრე თავართქილაძე

0
3500
46 Views

ექიმი ონკოლოგი და გენეტიკოსი ალექსანდრე თავართქილაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც პლასტმასის ბოთლიდან წყალს ხშირად სვამენ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს, სასმელ წყალში პლასტმასის ბოთლების მიკრობების შენარჩუნების პოტენციური რისკები შეამოწმოს. ჩატარებული უმსხვილესი გამოკვლევების დროს, მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების მიერ ჩამოსხმული წყლის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლეს, კერძოდ კი, ცხრა ქვეყნიდან 250 ბოთლი წყალი. თითქმის ყველა ბოთლში პლასტმასის ნაწილაკები იპოვეს.

„ყველა ბოთლში, ერთმანეთის მიყოლებით, სასმელ წყალში აღმოჩნდა პლასტმასის ნაწილაკები. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ეხება ყველაფერს. პლასტმასი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ახლა ის აღწევს წყალში და სხვა პროდუქტებში, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ“,  – თქვა ქიმიის პროფესორმა შერი მეისონმა.

ტესტირება ჩატარდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ქალაქ ფრედონიაში.

გასულ წელს, შერი მეისონის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევისას, პლასტმასის ნაწილაკები ჩამოსხმულ წყალში, ზღვის პროდუქტებში, ლუდში, ზღვის წყალსა და ჰაერშიც კი აღმოაჩინა.

პროფესორმა მეისონმა და მისმა კოლეგებმა სპეციალური ფილტრის საშუალებით პლასტიკური ნაწილაკების რაოდენობა დაითვალეს, რომელთა ზომამ გადააჭარბა 100 მიკრონს, ანუ ადამიანის თმის საშუალო სისქეს.

ამის შემდეგ, იმ პლასტმასის ნაწილაკები, რომელთა ზომამ მათ საშუალება მისცა, გააანალიზეს სპექტროფპტომეტრზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს მართლაც პლასტმასი იყო.

დღემდე არ არის დადასტურებული, რომ პლასტმასის მიკროპრობებს შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენონ, მაგრამ ასევე არაა ბოლომდე შესწავლილი მათი მავნე ეფექტები.

აღნიშნული რეკომენდაციები აღიარებულია მსოფლიოში ცნობილი ინსტიტუტების მიერ, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Cesko