“ჩემთან სექსი სცადა, უარი ვუთხარი და მერე 30 კაცი მოვარდა”

0
760
37 Views

ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც გამთენიისას უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდასხმის დეტალებს იხსენებენ.

ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ 02:00 საათზე, სახლთან უცნობი კაცი დახვდა და მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება სცადა, რაზეც უარი მიიღო. როგორც დაზარალებული ამბობს, ამის შემდეგ კაცი წავიდა, თუმცა მოგვიანებით 30-მდე თანმხლებ პირთან ერთად დაბრუნდა და როგორც მას, ასევე მის 4 ტრანსგენდერ ქალ მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ღამის ორი საათი იყო, რომ დავბრუნდი სახლში. დამხვდა უცნობია მამაკაცი, რომელმაც სცადა ჩემთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება. მე არ მივეცი მას საშუალება. კერძო საკუთრებაში მეჭრები-მეთქი და გაიქცა. გადის ორი საათი და ჩემი მეგობრები ბრუნდებიან ტაქსით, მესმის განწირული კივილი და წივილი. დაახლოებით 30 იქნებოდნენ, თან ჰქონდათ ბლოკები, ქვები და გვემუქრებოდნენ, უნდა დაგხოცოთო”, – ამბობს ის.
კიდევ ერთი დაზარალებულის თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მისი მეგობრისთვის თავში აგურის ჩარტყმა სცადა.

“ორი ჩემი მეგობარი გარეთ იყო გასული. ერთს დაეჯახნენ და დააგდეს დაბლა. წამოდგა და რომ შემობრუნდა სახლში, მერე გაბრუნდა უკან და მეორე მეგობარმა დაუძახა რომ ფრთხილად იყავიო, ჩუმად ეპარებოდნენ და აგური უნდა ჩაერტყათ თავში. ასცდა ეს აგური, თორემ ადგილზე მოკლავდნენ”, – ამბობს დაზარალებული.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

Cesko