“ნაცსექტანტების გულების გასახეთქი ინფორმაცია გაავრცელა კლინიკა “ვივამედმა” – ქართველიშვილი

0
1790
39 Views

“ნაცსექტანტების გულების გასახეთქი ინფორმაცია გაავრცელა კლინიკა “ვივამედმა” – ბელადის ჯანმრთელობის საფრთხეებს სიცოცხლე არ ემუქრება:

✅ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა
✅ მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ – არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი
✅ პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ
✅ ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული (მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა
✅ კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას იძლეოდა
✅ ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები – უარყოფითი დინამიკის გარეშეა
✅ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები – ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას (რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება)
✅ ყოვლად მიუღებელია კლინიკაზე და კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციებში ეჭვის შეტანა და პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელება
✅ გულდასაწყვეტია და კითხვის ნიშნებს ბადებს ცალკეული ექიმების მხრიდან რეალობას მოწყვეტილი ისტერიული ინფორმაციის ტირაჟირება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება, მდგომარება არის კრიტიკული და ა.შ.”

ექსპერტი დავით ქართველიშვილი; სოციალური ქსელი

Cesko