უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

0
378
34 Views

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, imedinews-ს განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

საქართველოს კონსულმა უკრაინაში ნანა ჩაბრავამ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ მებრძოლი ხარკოვში შეტაკებების შედეგად დაშავდა და შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ ჩვენთვის, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამჟამად ცხედარი გადასვენებულია კიევის პროზექტურაში, საქართველოს საკონსულოს მხრიდან დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა, რათა დროულად მოხდეს ჩვენი მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება“, – განაცხადა ნანა ჩაბრავამ.

Cesko