37 Views
რუსეთმა ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაცია ფინურმა ოპერატორმა Fingrid-მა დაადასტურა.
Fingrid-მა დაადასტურა, რომ ქვეყანა აღარ იღებს ელექტროენერგიას რუსეთიდან.
Fingrid-ის ენერგეტიკული სისტემის ოპერაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, რეიმა პეივინენის თქმით, ექსპორტის შეჩერებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბაზარზე და რომ ფინეთი გაუმკლავდება შეწყვეტას, რადგან რუსული ელექტროენერგია ქვეყნის მთლიანი მოხმარების მცირე ნაწილს 10% შეადგენს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი ფინეთის მიერ არსებული დავალიანება გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფინეთმა დაადასტურა, რომ ნატოში გაწევრიანებას აპირებს.