რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტა

0
694
36 Views

რუსეთმა ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაცია ფინურმა ოპერატორმა Fingrid-მა დაადასტურა.

Fingrid-მა  დაადასტურა, რომ ქვეყანა აღარ იღებს ელექტროენერგიას რუსეთიდან.

Fingrid-ის ენერგეტიკული სისტემის ოპერაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, რეიმა პეივინენის თქმით, ექსპორტის შეჩერებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბაზარზე და რომ ფინეთი გაუმკლავდება შეწყვეტას, რადგან რუსული ელექტროენერგია ქვეყნის მთლიანი მოხმარების მცირე ნაწილს 10% შეადგენს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი ფინეთის მიერ არსებული დავალიანება გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფინეთმა დაადასტურა, რომ ნატოში გაწევრიანებას აპირებს.

Cesko