26 Views
რუსული გემები შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია. საერთო ჯამში მათ ბორტზე სულ მცირე 30 საკრუიზო რაკეტა აქვთ, – ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება.
„რჩება სარაკეტო დარტყმის საფრთხე. რუსული გემები შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია, 30 საკრუიზო რაკეტით“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა დააყენეს საჰაერო თავდაცვის სისტემები ზმეინის კუნძულზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამპყრობლები ცდილობენ ზმეინის კუნძულზე შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები დამონტაჟებას.