“და­ვი­ღა­ლე რუ­სე­თის ამ წარ­მო­სახ­ვი­თი სი­დი­ა­დე­ე­ბით, ჩემი “მი­წე­ბის­თვის” ბრძო­ლით” – ლია ახეჯაკოვა

0
737
57 Views

რუსი მსახიობი, ლია ახეჯაკოვა, რომელიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად გამოდის, ომის თემაზე ამბობს:

“იმ­დე­ნად და­ვი­ღა­ლე ამ ომით, რომ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც აღარ მინ­და. და­ვი­ღა­ლე რუ­სე­თის ამ წარ­მო­სახ­ვი­თი სი­დი­ა­დე­ე­ბით, ჩემი “მი­წე­ბის­თვის” ბრძო­ლით. და­ვი­ღა­ლე პუ­ტი­ნით. მშვი­დო­ბა მინ­და, სით­ბო, სიმ­შვი­დე. მინ­და ვნა­ხო ცო­ცხა­ლი ხალ­ხი, ჯან­მრთე­ლი და მხი­ა­რუ­ლი”, – წერს ახე­ჯა­კო­ვა “ინ­სტაგ­რამ­ზე.”

მსა­ხი­ო­ბი აღ­ნიშ­ნავს, რომ როცა უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს, სურს, იქ ჩა­ვი­დეს. რო­გორც ის წერს, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ახლა “ორ ფრონტზე იბ­რძვი­ან”

“ახლა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ ფრონტზე იბ­რძვი­ან – იცა­ვენ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას და აი­ძუ­ლე­ბენ პუ­ტი­ნის რე­ჟიმს, და­სუს­ტდეს.”
 ლეგენდარულმა მსახიობმა რუ­სე­თი ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ტო­ვა და ახლა ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ობ­მა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას $10 000 გა­და­უ­რი­ცხა…
Cesko