“ოცნება! ხვდებით?! ისევ იმ ხალხის დასაცავები ხართ, რომელიც არ დააფასეთ- საკუთარი ერთგული ამომრჩევლის?!…” – თეა ბარნაბიშვილი

0
451
34 Views

ქართული ოცნება❗❗
ხვდებით, რომ ისევ ხალხის დასაცავები ხართ?
გეტყვით რისი ბრალია ეს…არ აღადგინეთ სამართლიანობა,არ მიიღეთ კანონი ცილისწამებაზე, არ მიიღეთ კანონი დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე..არ დააფასეთ საკუთარი,ერთგული ამომრჩეველი..გადატენეთ ნაც.პორტირებულებით სამსახურები…

დაგავიწყდათ, რომ “კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებს”, როდის წამოყოფენ თქვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პორტირებული ნაცები თავს, კაცმა არ იცის…

10 წელია ნაცებს ასრულებთ,მაგრამ შედეგი ვერ ვნახეთ..ნუთუ არაფრად გიღირთ ხალხის მოთხოვნა,ნუთუ ასე ძნელია საკუთარი ხალხის მოსმენა და მათი მოწოდებების გათვალისწინება…უფსკრული პირად ვდგევართ,ბეწვის ხიდზე გავდივართ..ქვეყანას დენთის სუნი უდის და რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ არ იცით არავისი მოსმენა..არ იცით იმ ადამინების მოსმენა,რომლებიც მხოლოდ კარგს გისურვებენ…მგონი ხედავთ,რომ ნაცების გადამკიდე ქვეყანა დაპაუზებულია..ნაცების გადამკიდე ომის საფრთხის წინაშე ვდგევართ და…ისევ ხალხი,ისევ ხალხის დასაცავები ხართ..იმ ხალხის,ვინც ვერ დააფასეთ ბოლომდე და ვინც გაანაწყენეთ..ჩვენ არ გვინდა ომი,არ გვინდა სისხლისღვრა,გვეყო რაც ვნახეთ 2008 წელს…

ნუთუ არ დადგა დრო,რომ სამართლიანობამ იზეიმოს და ხალხმაც ამოისუნთქოს..დავიღალეთ, ფსიქიკურად გავნადგურდით..კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ვაკხანალია ქვეყანაში? ჩვენ თქვენსკენ ვართ,თქვენ ეშმაკებისკენ…ბოდიში ამ სიტყვებისათვის,მაგრამ როცა საკუთარ ამომრჩეველს ზურგსა აქცევ,გაანაწყენებ და იმედებს გაუცრუებ,ის ხელს ჩაიქნევს ყველაფერზე..არ ვიცი რას აპირებთ და რას ფიქრობთ,მაგრამ ფაქტი ერთია, ქვეყანას სჭირდება სამართლიანობის აღდგენა და კანონიერად მოქმედება…მეტასტაზებივით მომრავლებულ ნაცებს ვერაფერი შეაჩერებს,თუ არა კანონით მოქმედება,იმ კანონით რაც არ გვაქვს და რის მიღებასაც წლებია ვითხოვთ…

თეა ბარნაბიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko