ახალგაზრდების უდიდეს შეცდომა: მორჩილნი გახდნენ სიგლახისა და იდეოლოგიას მორჩილებენ ყალბი ორიენტირების მიდევნებით!- დემურ გიორხელიძე

May 13, 13:44
0
351

სტუდენტების პროტესტი ვნახე:
როგორ ეწინააღმდეგებიან ნორმალური სასწავლო პროცესის აღდგენას და რა ბოდვითი მოსაზრებები აქვთ, როცა ისევ ამ სიყალბეს – ამ ფსევდო-განათლებას – ონლაინ-სწავლებას რომ მოითხოვენ!
ფულს რომ იხდიან, ასე ჰგონიათ უნივერსიტეტი მარკეტია და როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან! ფულის ფაქტორი განათლებიდან საერთოდ უნდა გამოირიცხოს და განათლება და მეცნიერება იმ ფუნდამენტზე დაშენდეს, პროგრესი და განვითარება რომ მოაქვს.
ახალგაზრდებმა ამ სიყალბეში დაკარგეს მთავარი –
მაქსიმალიზმი ყველგან და ყველაფერში,
რაც, უბრალოდ, საღი ახალგაზრდის უპირველესი ნიშანია და, მათ შორის,
მაქსიმალიზმი სუპერ-თანამედროვე განათლების მოთხოვნაში და არა ყალბი პროფესორებისა და იდეოლოგიური სიმახინჯეებისადმი შეგუება და მათი “ორიენტირებული” აბსურდით ჩანაცვლება საკუთარი განათლებისა და მომავლის პერსპექტივისა.
ახალგაზრდები უდიდეს შეცდომას უშვებენ,
მორჩილნი რომ გახდნენ სიგლახისა და იდეოლოგიას მორჩილებენ ყალბი ორიენტირების მიდევნებით!
ეს ვნებს და ავნებს მათ მომავალს!
წარუმატებლობა, საფუძველჩაყრილი ახალგაზრდობაში, –
მომავალში გასწორება/კორექტირებას არ/ვერ ექვემდებარება.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი; სოციალური ქსელი

Cesko