პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:
“მოკლედ ასე, კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება, რომ საქართველომ კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ვადა ანუ წლები უნდა მოიცადოს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ. საქართველომ არანაკლები გაიღო ევროპული მომავალისთვის, ვიდრე უკრაინამ, არც სისხლი დაკლებია, არც ნგრევა, არც ტერიტორიების წართმევა და არც მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ნატოს ეგიდით და ახლაც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში ჩვენი საერთო მომავლისა და თავისუფლებისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თუ არ იმსახურებს, საქართველო იმსახურებს ყველა სიკეთეს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ჩათვლით. კიდევ ვამბობ: საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა, იმ დროს, როცა უკრაინას მიეცემა ეს სტატუსი, შეიძლება ისეთივე დამანგრეველი შედეგის მომტანი გახდეს ჩვენთვის, როგორც 2008-ში მაპზე უარის თქმა. ასე რომ, ვთხოვდი და ვურჩევდი უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს ნუ გახდებიან თავისი მოსაზრებებით თუ მოწოდებებით საქართველოს ევროპული სივრციდან გარიყვის და თანმდევი ტრაგედიის თანამონაწილე!”