23 Views
“მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ბათუმში გამართული მშვიდობიანი აქცია ამ წუთებში დაარბიეს. დაკავებულია 20-მდე ადამიანი (დეპუტატები, აქტივისტები). დაკავებულია გიორგი კირთაძეც.
სამაგალითოდ ისჯება ყველა დემონსტრაცია, სადაც ივანიშვილს ახსენებენ, როგორც სახელმწიფოს მიმტაცებელ რუს ოლიგარქს და სადაც აშიშვლებენ და არყევენ სისტემას, რომელსაც აქებენ მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტები.
ისტორიული სირცხვილისა და დანაშაულის (პრეზიდენტის ციხეში სიკვდილის) თავიდან ასარიდებლად ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და წინააღმდეგობა არის საჭირო-მხოლოდ ასე მიდიან დათმობაზე მსგავსი რეჟიმები.
ხვალ, სალავიოვი ან სიმონიანი მოიწონებენ “სამართალდამცავების” ქმედებას.”
ნიკუშა ფარულავა, აქტივისტი; სოციალური ქსელი