ბრალდებულმა ექიმმა ახალციხის კლინიკის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
ვიოლოტა ინასარიძე ამტკიცებს, რომ მას კლინიკა აიძულებდა საკუთარ თავზე აიღო დანაშაული და კლინიკა არ ეხსენებინა. ჩვენება ბრალდებულმა ექიმმა სასამართლოში შეცვალა. თქვა რომ თითქოს ანაფილაქსიური შოკის დროს, მედდამ საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღო. მან კლინიკის ხელმძღვანელები ამხილა დოკუმენტაციის გაყალბებაშიც.
ის ტვ. პირველთან ამბობს, რომ მას არანაირი დახმარება არ გაუწევია მეგი ბაქრაძისთვის.
ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი ტვ პირველთან ამბობს, რომ კლინიკა “იმედი” სამსახურში დაბრუნებას და 5 000 ლარიან ხელფასს სთავაზობდა.
კლინიკა “იმედი” კი, თვლის, რომ პასუხისმგებელი ექიმია და არა კლინიკა.
“კლინიკა უნდა გაჩერდეს. ეგ საავადმყოფო არ უნდა არსებობდეს” – აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახი.