“ივანიშვილი შესაძლოა, გადარჩეს, სხვებს რა ეშველებათ, არ ვიცი” – სანაია

May 7, 12:19
0
104

“სააკაშვილის მიმართ შურისძიება, დამცირება, შეურაცხყოფა, ცინიზმი თესავს შურისძიებას, რომელიც მომავალში აუცილებლად იჩენს თავს. რაც უფრო მძიმე იქნება ახლანდელი ანგარიშსწორების შედეგები, მით უფრო დაუნდობელი იქნება მისი ეფექტი სამომავლოდ. ხელისუფლება არ არის მარადიული. ყველა ვინც ასე სასტიკად იქცევა ახლა, ჭედავს თავის ბედს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. არ არის აუცილებელი მომავალი შურისმაძიებლები ახლა მოქმედი პერსონები იყვნენ. პერსონები მხოლოდ ისარგებლებენ იმით, რომ ქართული ოცნების დღევანდელი წარმომადგენლები გაანადგურონ. ხალხის მეხსიერება არ ქრება.
სულ ცოტა სულგრძელობა და ცოტათი ჭკუაც არ აწყენდათ დღევანდელი სისულელის შემოქმედთ. ივანიშვილი შესაძლოა, გადარჩეს. ისიც თუ გაუმართლა. სხვებს რა ეშველებათ, არ ვიცი. აი, ჩვენ კიდევ რიგითი სოზარის გადასარჩენად მოგვიწევს ბრძოლა.”

ჟურნალისტი, ვახო სანაია; სოციალური ქსელი

Cesko