59 Views
„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება, რომ რუსული ძალები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან განდევნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.
სვიატოსლავ პალამარის თქმით, რუსი ოკუპანტები კვლავ იმყოფებიან „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
„კიდევ ერთხელ: არავის არავინ განუდევნია. რუსები ქარხნის ტერიტორიაზე არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, – განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ.
4 მაისს, უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ დაადასტურა, რომ რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან.