რობერტ კენედი უმცროსი: ამ დროისთვის ამერიკაში ტელეფონებზე, სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ტოტალური მოსმენები ხორციელდება

July 9, 20:42
0
146

დღეს არის საშინელი ზიზღი და პოლარიზაცია საზოგადოებაში, მთავარი მიზეზია მთავრობის არაკეთილსინდისიერება და ტყუილები, – ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა Judging Freedom-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოს ენდრიუ ნაპოლიტანოსთან ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ამერიკაში ტელეფონებზე, სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ტოტალური მოსმენები ხორციელდება. „ბაიდენის ადმინისტრაცია აშანტაჟებდა და განადგურებით ემუქრებოდა სოცქსელების კომპანიებს, თუ არ ითანამშრომლებდნენ მთავრობასთან, – აღნიშნა კენედიმ.

მისი შეფასებით, ედვარდ სნოუდენი და ჯულიან ასანჟი ჯაშუშებად აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამოცხადდნენ.

კენედი, რომელიც არის აშშ-ის გენერალური პროკურორის, სენატორ რობერტ კენედისა და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმის შვილი, პოტკასტში ადასტურებს, რომ მამამისი და ბიძამისი CIA-მ მოკლა. „CIA-ის კონკრეტული დეპარტამენტები დაკავებულები არიან შანტაჟით, ლიდერების მკვლელობებით, არჩევნების გაყალბებით და ხალხის ტვინის გამორეცხვით“, – აღნიშნა კენედიმ.

მან ISIS-ის ტერორისტულ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ამერიკის სპეცსამსახურებმა შექმნეს.

რობერტ კენედი უმცროსი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ომში ამერიკამ უკრაინა რუსეთის დასასუსტებლად გაწირა, ხოლო დასავლეთი ყველანაირად ცდილობს ომი არ დასრულდეს.

Cesko