“რუსეთში გაჩნდა ჩეულებრივი კომპიუტერების სერვერების დეფიცი, მას შემდეგ, რაც მსხვილმა კომპიუტერულმა კომპანიებმა დატოვეს ეს ქვეყანა. რუსეთის ხელისუფლებამ დაუშვა 50 დასასხელების სასაქონლო ჯგუფებზე ე. წ. პარალელური იმპორტი ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მწარმოებლის ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნებიდან ამ საქონლის შემოტანა.
საქართველოში ვინმემ რომ შემოიტანოს კომპიუტერები და მერე გადაყიდოს რუსეთში, რა შეუშლის ამას ხელს? არის მთავრობის რაიმე დადგენილება ან ფინანსთა სამინისტროს აქვს თუ არა დავალებული საბაჟოსათვის, რა სასაქონლო კოდების მიხედვით უნდა გაკონტროლდეს რუსეთში საქონლის გატანა? არა, არა აქვს მსგავსი რამ. ამიტომ იტყუება მთავრობა, როცა ამბობს, რომ საქართველო არ გახდება რუსეთის მიერ სანქციებისათვის თავის არიდების საშუალება, ამიტომ გვსაყვედურობენ არასოლიდარულობაში.
დამთავრდეს ყველაფერი მშვიდობით უკრაინაში და ამაზე პასუხს აგებინებს ხელისუფლებას ხალხი. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია აშკარად აცდენილია ხალხის ნებასთან.”
“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე; სოციალური ქსელი