სტოლტენბერგი: პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს უკრაინაში ომი

0
363
epa09238887 NATO Secretary General Jens Stoltenberg gives a press conference ahead of online North Atlantic Council Meetings at the level of Ministers of Foreign Affairs and of Ministers of Defence, at the Alliance's headquarters in Brussels, Belgium, 31 May 2021. EPA-EFE/OLIVIER HOSLET / POOL
28 Views

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის საკითხზე ვიდეოკონფერენციაში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უმასპინძლა.

ვიდეოკონფერენციაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მონაწილეობდნენ.

ლიდერებმა დაგმეს რუსეთის ამჟამინდელი თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის გასწვრივ. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ომი და ისინი შეთანხმდნენ მოსკოვისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარჯის დაკისრების მნიშვნელობაზე.

გენერალურმა მდივანმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამუშაოების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად.

Cesko