რუსეთის ჯარების მიერ დატყვევებული ბრიტანელები მედვედჩუკში გაცვლას ითხოვენ

0
460
28 Views

რუსული ძალების მიერ უკრაინაში დატყვევებული ორი ბრიტანელი მებრძოლი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს სახლში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. ამბავს The Guardian იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი განთავისუფლების სანაცვლოდ, უკრაინამ პრორუსი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, ვიქტორ მედვედჩუკი უნდა გაათავისუფლოს.

The Guadian-ის ცნობით, გაურკვეველია, თუ რამდენად თავისუფლად შეეძლოთ უკრაინის მხარეს მებრძოლ ბრიტანელ ჯარისკაცებს – შონ პინერსა და ეიდენ ასლინს ამაზე საუბარი.

 

Cesko