გიორგი ბარამიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ამასწინ, კიევში ქართული ლეგიონის, იმ ბაზაზე, სადაც ახლა მე ვარ, დომბასისკენ მიმავალი ჩვენი ბიჭების შეიარაღებასა და აღჭურვილობას ვნახულობდი და ხელში ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ავიღე და სამახსოვროდ ფოტოც გადავიღე.
მერე ეს ფოტო, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ინსტაგრამის ჩემს გვერდზე დავდე.
თურმე, ამაზე ზელენსკის მაგინებელ, და უკრაინის დამარცხების მსურველ ქოცებს, ერთი ამბავი აუტეხიათ “ბარამიძე უკრაინაში მარტო ფოტოების გადასაღებად არისო”
ქოცებო, თქვე სამშობლოს მოღალატე მონებო, მე უკრაინაში 21 თებერვლიდან ვარ, როგორც ერთი ქართველი, ვინც ქართულ პოლიტიკაშია, მიშას მეგობარი და ენმ წევრი.
არავის არც “რემბოობაში” და რუსების არმიის დამმარცხებელ “ბოევიკიბაში” არ ვედრები!
თქვენც აწიეთ უკანალი, ჩამოდით უკრაინაში, სადაც გინდათ, გააკეთეთ ნებისმიერი კეთილი საქმე, თუნდაც მორალურად გაამხნევეთ აქაურები და გადაიღეთ ფოტოები იარაღით თუ უიარაღოთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, ისე გამოხატეთ სოლიდარობა და თანადგომა ჩვენი მებრძოლი ბიჭებისადმი და ჩვენს მტერთან გმირულად მებრძოლი უკრაინელი ხალხისადმი!
დიდება საქართველოს!
#თავისუფლებამიშას!
Slava Ukrayni!”