სააკაშვილმა ნიკა მელია როგორ პოლიტიკური ლიდერი საერთოდ წაშალა. საშლელით რომ წაშლი, ისე წაშალა… – პეტრე მამრაძე

0
779
40 Views

მიხეილ სააკაშვილი არის დესტაბილიზაციის მუდმივი წყარო და უკრაინაში დესტაბილიზაციისთვის ის იყო პუტინის ძალიან ფასიანი კადრი, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„სააკაშვილი მარგინალიზებულია.ერთი საქმე ბრწყინვალედ გააკეთა, ნიკა მელია როგორ პოლიტიკური ლიდერი საერთოდ წაშალა. საშლელით რომ წაშლი ვიღაცის სახელსა და გვარს ისე წაშალა. ამას მიაღწია. ეს მისი ერთ-ერთი მიზანი იყო. ვერ აიტანა, რომ მელიას დაპატიმრება მთელმა მსოფლიომ ნახა და საერთაშორისო დონეზე აჯობა ნიუსებში. სააკაშვილი მარგინალიზებულია, დახარჯული ჭურვია“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.

Cesko