„ნაციონალურ მოძრაობას აღარ აქვს არც ტვინი! არც ღირებულები! არც ხედვა! “ – თამარ ჩერგოლეიშვილი

0
526
32 Views

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ ჭიაბერაშვილი დაკომპლექსებულებად გვაცხადებდა ყველას, ვისაც ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური მიუღებლობა გვაქვს.

“ნაცების კომპლექსი” – რაღაც ასეთი ფენომენი მოიგონა, რომ თავი გონიერად გაასაღოს.

არ არსებობს არანაირი კომპლექსი.

არსებობს ზომბი პარტია – სახელად ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აღარ აქვს არც ტვინი! არც ღირებულები! არც ხედვა! მხოლოდ მისი დაზომბებული ლიდერის ხასიათზეა მიბმული და კონვულსიურ მოძრაობებს აკეთებს.

(აწებებული ყავს ის ოპორტუნისტები, რომლებიც 5 ნომრის ქვეშ სამსახურის შოვნას აპირებენ – უნიჭოები არიან და სხვანაირად თავს ვერ ირჩენენ).

ეს ზომბი უნდა განადგურდეს.

დემოკრატიული დღის წესრიგი გაძლიერდეს და დემოკრატიული სივრცე გაფართოვდეს.

ასე მოხდება ცვლილება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა ექნება”.

Cesko