თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ ჭიაბერაშვილი დაკომპლექსებულებად გვაცხადებდა ყველას, ვისაც ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური მიუღებლობა გვაქვს.
“ნაცების კომპლექსი” – რაღაც ასეთი ფენომენი მოიგონა, რომ თავი გონიერად გაასაღოს.
არ არსებობს არანაირი კომპლექსი.
არსებობს ზომბი პარტია – სახელად ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აღარ აქვს არც ტვინი! არც ღირებულები! არც ხედვა! მხოლოდ მისი დაზომბებული ლიდერის ხასიათზეა მიბმული და კონვულსიურ მოძრაობებს აკეთებს.
(აწებებული ყავს ის ოპორტუნისტები, რომლებიც 5 ნომრის ქვეშ სამსახურის შოვნას აპირებენ – უნიჭოები არიან და სხვანაირად თავს ვერ ირჩენენ).
ეს ზომბი უნდა განადგურდეს.
დემოკრატიული დღის წესრიგი გაძლიერდეს და დემოკრატიული სივრცე გაფართოვდეს.
ასე მოხდება ცვლილება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა ექნება”.