ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას პასუხობს:
“ნინო ჯანგირაშვილო, 9 აპრილს მე უნდა მივიდე მემორიალთან ყვავილებით და აბა, თუ ქალი ხარ ახლოს მოდი. შენ უნდა “მოგაალერსო” ეგ გაწუნკლული თავი. შე წუნკალა შენა! ვის ემუქრები ქალო ძლივს აბაზანის კარები ისწავლე სადაა.” – წერს ნათია ბერიძე.
რამდენიმე დღის წინ კი ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა ასეთი რამ დაწერა:
“არ მიყვარს აგრესია, ისტერიკა, იარლიყების მიკვრა, ადამიანების ბულინგი, ამოჩემება, დევნა, მაგრამ ჩვენ ხალხი არ ვიქნებით, თუ 9 აპრილს ნებისმიერ ქოცს, ვინც 9 აპრილის მემორიალთან ყვავილებით მივა, ის ყვავილები უკან არ შევთხარეთ. რას დაწანწალებენ იმ ხალხის მემორიალთან ყოველ წელს, საბჭოთა ტანკებს რომ არ შეუშინდნენ რუსთაველზე? რა უნდათ ამ ფარისევლებს? მათი გაგებით ხომ ის ხალხი სულელი და არაპრაგმატული იყო?”
წყარო: მარშალპრესი