24 Views
რუსული მედია „რია ნოვოსტი” წერს, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლს დღეს დატოვებს. ამ ინფორმაცია გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხვალ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები არ არის მოსალოდნელი.
ცნობისთვის, დღეს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა, რომელიც გეგმის მიხედვით, ხვალაც უნდა გაგრძელებულიყო. შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა და დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.