27 Views
ნატოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„სრულიად გიჟური დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, ყველაფერი აშკარაა. სპეცოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება“, – აღნიშნავს მედვედევი.
მედვედევმა აღნიშნა, რომ დახმარება რუსეთს არ დააბრკოლებს უკრაინაში მიზნების მიღწევაში და სპეცოპერაცია იგივე მიზნებით გაგრძელდება.