ვოლოდინი ბაიდენზე: ასე მხოლოდ სუსტი ან ავადმყოფი ადამიანი იქცევა

0
887
46 Views

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ შეფასებას გამოეხუმაურა. ცნობისთვის, ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჯალათია.

როგორც ვოლოდინმა Telegram-ზე დაწერა, ეს ბაიდენის მორიგი არადიპლომატიური განცხადებაა და ამერიკელებს უნდა სცხვენოდეთ საკუთარი პრეზიდენტის.

“ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მისცა თავს არადიპლომატიური განცხადების გაკეთების უფლება ჩვენი პრეზიდენტის მისამართით. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – ასე მხოლოდ სუსტი ან ავადმყოფი ადამიანი იქცევა. ასეთი ქცევის მიზეზს უფრო პროფესიონალურად ფსიქიატრები ახსნიან. “კაცური გადმოსახედიდან”, ასე სუსტები იქცევიან”, – წერს ვოლოდინი.

მან ჯო ბაიდენს “უბედური კაცი” უწოდა და სამედიცინო შემოწმების გავლა ურჩია.

“შეიძლება, ავად არის. სწორი იქნება, თუ ბაიდენი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ის უბედური ადამიანია. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი პრეზიდენტით, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინით, მისი ქცევები, გამძლეობა პატივისცემას იმსახურებს. ამერიკელებს კი უნდა სცხვენოდეთ საკუთარი პრეზიდენტის”, – დასძენს ვოლოდინი.

Cesko