“რა სინქრონულად სამარცხვინოები არიან ეს ჩვენი ხელისუფლება და ეკლესია” – ნინია კაკაბაძე

March 26, 21:58
0
484

ახლა ვუსმინე პატრიარქის წერილს, რომელიც ჩვენი დაღუპული მებრძოლების პანაშვიდზე წაიკითხა შიომ. არ ვახსენებთ სიტყვებს: რუსეთი, აგრესია, მებრძოლი გმირი…
რა სინქრონულად სამარცხვინოები არიან ეს ჩვენი ხელისუფლება და ეკლესია!
წერს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, ილია მეორეს სამძიმარის წერილი საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მეუფე შიო მუჯირმა გააცნო ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

Cesko