აზერბაიჯანმა ბაირაქტარით მთიანი ყარაბაღის ქვედანაყოფებს ოთხი დარტყმა მიაყენა – რუსეთის თავდაცვის უწყება

March 26, 22:26
0
365

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბაირაქტარის უპილოტო თვითმფრინავის გამოყენებით ოთხი დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის ქვედანაყოფებს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთმა აზერბაიჯანს ჯარების გაყვანის შესახებ მოუწოდა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბაირაქტარის უპილოტო თვითმფრინავის გამოყენებით ოთხი დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის ქვედანაყოფებს.

ამჟამად, რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა იღებს ზომებს სიტუაციის მოსაგვარებლად და ჯარების თავდაპირველ პოზიციაზე დასაბრუნებლად. აზერბაიჯანულ მხარეს ჯარების გაყვანის შესახებ მივმართეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Cesko