26 Views
ვფიქრობ, უკრაინას ნამდვილად შეუძლია გამარჯვება, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში.
„არ ვფიქრობ, რომ ეს ადვილი იქნება. გარკვეული თვალსაზრისით, პუტინი უკვე დამარცხებული და წაგებულია, რადგან ვფიქრობ, რომ მას, ფაქტობრივად, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ უკრაინელები ისეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, როგორსაც უწევენ. პუტინს სრულიად არასწორად ესმოდა, რა არის უკრაინა და ახლა მისთვის ეს თვალსაჩინო გახდა. მას არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა. მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.