“პალიტრანიუსის” ეთერში, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, თანაწამყვანი ლაშა ტუღუში და სტუმარი, “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი, ნატო–ში გაწევრინებასა და რუსეთის მიერ მოწონებულ ე.წ. ნეიტრალიტეტზე საუბრობდნენ, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა:
მერაბ მეტრეველი:
–ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ არ გამოვაცხადებთ ნეიტრალიტეტს, დაგვიპყრობს რუსეთი…
დავით უსუფაშვილი:
–ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, აფხაზეთიდან და ოსეთიდან რუსი ჯარები გადიან?
–მერაბ მეტრეველი:
–რუსეთი იმას კი არ ეუბნება უკრაინას, დონბას და ლუგასკს დაგიბრუნებო, თუ გინდა კიევი არ დაგიბომბო, ჩაწერე კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტიო. ასე რომ მოგვიბრუნდნენ ჩვენც და გვითხრან, თუ არ გინდა თბილისი დაგიბომბო, ჩაწერე კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტი და არ დავბომბავ თბილისსო, რა პასუხი გვაქვს ამაზე?
ლაშა ტუღუში:
–ომი არ მინდა და უომრად ვნებდებით – დაახლოებით ეს ფორმულაა, ხო? რომ მოგადგეს და გითხრას, თუ ჭკუით არ ქნები, საშინელებს გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ, დავდგეთ მუხლებზე და უარი ვთქვათ საქართველოს დამოუკიდებლობაზე? და რატომ არ მოგვთხოვს ამას?
მერაბ მეტრეველი:
–აგერ არის მოლდოვა, რომელიც არც მუხლებზე დამდგარა და კონსტიტუციაში ნატო არ უწერია და ვიღაცა გეტყვის, მოდი, მოლდოვას მივბაძოთ.
დავით უსუფაშვილი:
–დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართველოში 2008 წლის შემოჭრის შემდეგ, შემდეგი ეტაპი რუსეთის მხრიდან იქნება ნეიტრალიტეტის თემის შემოგორება, რასაც უნდა მოჰყვეს საქრაათველოდან ყოველგვარი დასავლეთურის გაგორება და რა? 19–ე საუკუნეში რუსი თბილისს ბომბავდა? აღარ ბომბავდ,ა იმიტომ რომ მისი იყო.
მერაბ მეტრეველი:
–მე გეკითხებით, მოლდოვამ რომ ეს ჩაწერა სახელმწიფოებრიობაზე უარი თქვა? ევროპულ გზაზე უარი თქვა?
დავით უსუფაშვილი:
–რუსეთს დნეპრისპირეთით მოლდოვა უჭირავს ხელში… მოლდოვამ რომ ჩაწერა ეს კონსტტუციაში, ამის მერე დნეპრისპირეთიდანა რუსები წავიდნენ? რუსული ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ შენ თავი უნდა დაანებო დასავლეთს და ჩაბარდე რუსეთს – ეს არის რუსული ნეიტრალიტეტი.
მერაბ მეტრეველი:
–რუსეთმა პირდაპირ უთხრა ნატოს, უკრაინას და საქართველოო, ანუ, შემდეგი ვართ ჩვენ, თუ გვითხრა, ჩაწერეთ კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტი, თორემ დავბომბავ თბილისს, როგორც კიევს ვბომბავ, ჩვენი პასუხი რა არის – დაბომბე და არ ჩავწერ არაფრის დიდებით?
ლაშა ტუღუში:
–მაგ ლოგიკით გეტყვის, შემოუერთდი რუსეთს და გახდი ოლ9ი და არ დავბომბავ. რა გამოდის, უკრაინასაც ასე უნდა მოექცეს, ხვალ მოლდოვასაც? შენ ფიქრობ ნეიტრალიტეტი აკმაყოფილებს? შენ გგონია მოლდოვას ნეიტრალიტეტის ჩაწერა რამეში აინტერესებს?
დავით უსუფაშვილი:
–ბულგარეთმა , რუმინეთმა, ბალტიისპირეთმა უნდა დატოვოს ნატოო, განაცხადა. უნდა შეხედო, რის ნეიტრალიტეტზეა საუბარი…
მერაბ მეტრეველი:
–30 წელია ხომ არავინ გვიცავს?
დავით უსუფაშვილი:
–როგორ გეკადრება, შენ თვლი, რომ ეს 30 წელი ჩვენ ვუზრუნველვჰყავით ჩვენი ქვეყნის არსებობა? შენ არ გგულისხმობ, მაგრამ აი, ეს არის, რასაც ლაპარაკობ რუსეთის მხრიდან კულტივირებული პოზიცია, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ხვალ ოცნება ისევ ომის პროპაგანდისტად გამომიყვანს, მაგრამ, იცი რა, მოვალ და დაგბომბავ, ამდენი წელია რომ მილიონებს ვყრით ჯარში, რისთვის?
მერაბ მეტრეველი:
–ხომ გააჩნია რისთვის გვბომბავენ?
დავით უსუფაშვილი:
–იმიტომ, რომ ჩამბარდიო… რუსეთი მოვა და გეტყვის, ნატოს შეეშვი და მე შენ შეგეშვები?
მერაბ მეტრეველი:
–დღეს რომ გვქონდეს არჩევანი, ნატო თუ ნეიტრალიტეტი, ვირჩევთ ნატოს, მაგრამ როგორც უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა და ნატომ გვითხრა, კარგად იყავით, რას ვშვრებით? დღეს ჩვენ არჩევანი გვაქვს – ნეიტრალიტეტი, თუ ომი.
დავით უსუფაშვილი:
–შენ მეუბნები, რომ პუტინმა იცის, რომ საქართველო ნატოში ვერასოდეს ვერ შევა, მაგრამ მაინც გეუბნება, ნატოზე უარი თქვი და მე შენ შეგეშვებიო? ნატო ხომ უსაფრთხოებისთვის გვინდა? უკრაინა ახლა რითი იბრძვის?
მერაბ მეტრეველი:
–ნატო ეხმარება იარაღით… უნდა ეხმარებოდეს… ჩვენც დაგვეხმარებიან, რატომ არ დაგვეხმარებიან?…
დავით უსუფაშვილი:
–შენ ამბობ და ეგ არის მოსკოვის ნარატივი, რომ ზელენსკიმ თავისი ხალხი და კიევი გაწირა. პუტინმა შეუთვალა ჩაწერე რა ეგ კონსტიტუციაშიო, ამან არ ჩაწერა და დააქცია ქვეყანა? საქართველოში ვინც ასე ფიქრობს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უსასტიკესად ცდებიან… თუ შენ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ოჯახი გაქვს, იმ ოჯახის ღირსება უნდა დაიცვა, თუ კაცი და ადამიანი ხარ, შენი ოჯახის ღირსება უნდა დაიცვა.
მერაბ მეტრეველი:
–თუ შენი ოჯახის ღირსება გადის ას გარდაცვლილ ბავშვზე, იმ ბავშვს რას ეუბნები მერე, მე ღირსება უნდა დამეცვაო?
დავით უსუფაშვილი:
–რამდენი ბავშვია დაღუპული აფხაზეთში, ოსეთში? ბავშვები და ქალები რომ დახოცა, ამაზეა საუბარი, 9 აპრილს ის ამბავი რომ გააკეთა ამაზეა ლაპარაკი
მერაბ მეტრეველი:
–და რის გამო ვხოცავთ ისევ? კიდევ ამ გზით უნდა წავიდეთ?
დავით უსუფაშვილი:
–რას ნიშნავს კიდევ, მერაბ, ერთი შვილი რომ მომიკლას, მეორესთვის აღარ უნდა ვიბრძოლო და ჩავაბარო?
მერაბ მეტრეველი:
–ეფემერული ნატოს გამო რატომ უნდა მოვკლა შვილი?
დავით უსუფაშვილი:
–ნატოს გამო არა, საქართველოს დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი…
მერაბ მეტრეველი:
–საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბაზარი არაა…
დავით უსუფაშვილი:
–არაა აქ ნატოზე ლაპარაკი, პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ არც უკრაინას და არც საქართველოს ნატო არსად არ იღებდა, შენ გგონია, ჩვენ კონსტიტუციაში რომ გვიწერია ნატო გვინდაო, ამისი ეშინია პუტინს? საქართველოს და უკრაინის ნატოს წევრობა დიდი ხანია დაბლოკილი აქვს პუტინს, 2008 წლიდან და ძალიან ეფექტურად… ამითი არ დაკმაყოფილდა, ხო? უკრაინას მაინც დაესხა თავს, ხო? ამას ვერ ხედავ?
ლაშა ტუღუში:
–ესე იგი, მაგ ლოგიკას რომ გავყვეთ, დავასწროთ და სანამ დაგვემუქრება, უცბად ვთქვათ უარი… დამაცადე, ერთი წამი… ხვალ რომ გითხრას, ევროკავშირზე რომ შეიტანო… ხომ არ გაგიჟდი? თუ შეიტან დაგბომბავ – რას იზამ მაშინ?
მერაბ მეტრეველი:
–რომ გითხრას გორის ვაშლი მომყიდე და თუ არ მომყიდი დაგბომბავო, რას იზამ?
ლაშა ტუღუში:
–და შენ რა გგონია პუტინზე რომ ლაპარაკობენ, მაიმუნია ბომბით ხელშიო, ეჭვი გეპარება? ხვალ რომ გითხრას, გუბერნიად შემოდი, თორემ დაგბომბავო, სად მიდიხარ?
მერაბ მეტრეველი:
–წითელი ხაზები სადღაც გადის, თუ ჩემ დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე – კი, მაგრამ ეფემერული ნატოს გამო არ მიღირს… @რაკი არა აქვს, რომ მიგვიღოს… საქართველო გადარჩებოდა ნატოში რომ გვიღებდნენ, მაგრამ არ გვიღებენ…
ლაშა ტუღუში:
–და რუსეთში გადარჩება?
მერაბ მეტრეველი:
–არა, რუსეთი რა შუაშია… თუ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ვიომებ და ნატოს გამო არ ვიომებ…
დავით უსუფაშვილი:
–მე მეგონა კითხვა დასვა ჟურნალისტმა და მე პასუხის ვცემდი და მე მგონი, შენ გჯერა, რასაც ლაპარაკობ… აღარ გვიღებენო, აღარ გამოვაო… ქაღალდებში არ არის საქმე, მსოფლიოში მომწიფდა ვითარება, როდესაც ათასი საშუალება ჩნდება…
მერაბ მეტრეველი:
–ჩვენ უნდა ვიჩალიჩოთ მცირე ალიანსებზე, მაგალითად, სამხედრო კავშირი თურქეთთან, სამხერდო კავშირი ბრიტანეთთან…
დავით უსუფაშვილი:
–და რუსეთმა რომ გითხრას დაგბომბავო?
მერაბ მეტრეველი:
–რა შუაში, თუ მე თურქეთი დამთანხმდა, (თეორიულად) ესე იგი მე მაქვს ეს ახლო კავშირი, ნატო არ მთანხმდება… ნატო რომ მთანხმდებოდეს, დღესვე წავალ ნატოში… თურქეთი თუ თანახმაა, უკვე თურქეთთან აქვს საქმე რუსეთს…
დავით უსუფაშვილი:
–ამერიკა თუ დაგთანხმდა, მაშინ თანახმა ხარ იბრძოლო?
მერაბ მეტრეველი:
–რა თქმა უნდა.
დავით უსუფაშვილი:
–და ამერიკა თუ დაგთანხმდა, მაშინ ერთად ვიბრძოლოთო, და რუსეთი მაინც გბომბავს თბილისს თანახმა ხარ ამაზე წახვიდე?
მერაბ მეტრეველი:
–ამერიკა თუ დამთანხმდა, მაშინ ამერიკა ეომება რუსეთს… და ვეღარ დამბობმავს რუსეთი, იმიტომ რომ ამერიკა მიცავს…
დავით უსუფაშვილი:
–რას მელაპარაკები, ავღანეთს ორივე ბომბავდა, ორივემ ერთად გააპარტახა… მე ვიცოდი რომ ეს რუსული ნეიტრალიტეტის პროპაგანდა არსებობდა… ძალიან გთხოვ, მერაბ, ადამიანურად გთხოვ, ნურც მე მაკადრებ და ნურც ნურავის აკადრებ, ბავშვების სიცოცხლის თითებზე ჩამოთვლით… არის რაღაცა მორალური კრიტერიუმები, უთქმელი პრინციპები… შენ მეუბნები, ბავშვების სიკვდილს დავთანხმდეეთ? მოიცა, ახლა, დამაცადე, გეუბნები, კაცურად გეუბნები, ამდენი წელია გიცნობ, კარგად აწონ–დაწონა, სანამ ამას არგუმენტად ვინმესთან გამოიყენებ, იმიტომ რომ, როცა მე ვამბობ, რომ ქვეყანა უნდა დავიცვათ, ესე იგი არა უშავს, ბავშვები დაიხოცოს? როცა ვლაპარაკობთ ასეთ თემებზე, არის მორალური ზღვარი – ბავშვების თემის შემოტანა აქ, ეს არის არამორალური განცხადებაც და კითხვაც და ა.შ.
მერაბ მეტრეველი:
–დღევანდელ ომს მოჰყვება მშვიდობიან მოსახლეობაში მეტი მსხვერპლი, ვიდრე სამხედროებში ეს არის რეალობა და რატომ არ არის ეს თემა განსახილველი, ვერ გავიგე.
დავით უსუფაშვილი:
–ვერ გაიგე, გავიგე, მერაბ, ვერ გაიგე რა გითხარი. მეუბნები, რომ მე არ ვითვალისწინებ ბავშვი რომ გარდაიცვლება? გეუბნები, მაგას ნუ აკეთებ–მეთქი.
მერაბ მეტრეველი:
–მაგას არ გეუბნები, ბატონო დავით.
დავით უსუფაშვილი:
–მაგას მეუბნები. ბავშვების სიცოცხლით სპეკულირება და ბავშვების სიკვდილით სპეკულირება ეს არც მე მეკადრება, არც შენ და არც არავის.
ლაშა ტუღუში:
–მე ვერ მოვახერხე ჩემი მოსაზრების გამოხატვა და ორი სიტყვით ვიტყვი – ნატო იმიტომ გვინდა და იმიტომ გვჭირდება, რომ სწორედ ჩვენი ბავშვების თავზე იყოს ქოლგა, ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულნი. ეს არ არის მარტივი გზა. გვექნება ბევრი გამოწვევა, უნდა გავძლოთ, გავიტანოთ და ყველანაირად ვეცადოთ გავხდეთ იმ დიდი ცივილიზაციის ნაწილი. როგორი ტაქტიკური რაღაცეებიც უნდა ხდებოდეს, ჩვენ სხვა გზა არა გვაქს. ბოდიშს ვუხდი ყველას, აბსოლიტურად მიუღებელია ნეიტრალიტეტის ცნება და ამის მილიონი მიზეზი არსებობს.
TOP