ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – დეტალები

0
647
27 Views

ფოტო – ფორმულა

“ფორმულას” ინფორმაციით, თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც.

 

იმავე დღეს, მოგვიანებით, თავდასხმა მოხდა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზეც, ზუგდიდში.

სიმბოლურია რომ 18 მარტს, როცა ორი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებზე მოხდა სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა საათებში თავდასხმა, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში ბრძანდებოდა და ამტკიცებდა, რომ დანაშაულმა იკლა, მან ისაუბრა ალტ-ინფო-ზეც და თქვა, რომ მისი “გაუქმება” არ შეუძლია. შეუძლია თუ არა 5 ივლისის ორგანიზატორების დაჭერა? – ამაზე გომელაურს არ უსაუბრია. თუმცა, რამდენად “სწორი” გზავნილი მიიღეს აგრესიულმა ჯგუფებმა გომელაურის განცხადებებით და რამდენად რეალური იმის შანსი, რომ დაუსჯელობის სინდრომი გაძლიერებოდათ?

Cesko