მაინცდამაინც შენს კარებზე უნდა დავაკაკუნო? – რამზან კადიროვი არესტოვიჩს პასუხობს

0
526
32 Views

 რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტის მარჯვენა ხელს, ალექსეი არესტოვიჩს პასუხობს, რომ ის ნამდვილად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

არესტოვიჩი გუშინ, 13 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ამბობდა, რომ თუ კადიროვი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, მას იქ სიკვდილი ელოდება, რაზეც კადიროვმა უპასუხა: ,,რატომ თუ? მე აქ ვარ, კადრები არ გინახავს? თუ მაინცდამაინც შენს კარებზე უნდა დავაკაკუნო?“.

ცნობისთვის, ჩეჩნური მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვი უკრაინაში თავის მეომრებთან ერთად შევიდა.

Cesko