არ მინდა, მათ იგივე გაიარონ, რაც საქართველომ და ჩემმა ოჯახმა 2008 წელს – გიორგი ანწუხელიძის შვილი

0
571
36 Views

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილი ლევან ანწუხელიძე „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე საუბრობს:

„დღეს, როდესაც ომი მიმდინარეობს ალბათ, ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა… მათ ჰყავდათ ოჯახები და მათი შვილები მამების გარეშე გაიზრდებიან. არ მინდა, რომ მათ იგივე გაიარონ, რაც – საქართველომ, ჩემმა ოჯახმა 2008 წელს. 10 თვის ვიყავი, როცა მამა ომში წავიდა,“- ამბობს ლევან ანწუხელიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

2009 წლის იანვარში ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

Cesko